ბოლო ზარი , მეთორმეტეკლასელთა ემოციები , სურვილები და მილოცვები ,ინტელექტ - ჩემპიონატი ,,ეტალონი’’, ბათუმელი ფინალისტები.

ბოლო ზარი საჯარო სკოლებში , თეთრ პერანგებზე გაკეთებული სამახსოვრო წარწერები , მეთორმეტეკლასელთა ემოციები , სურვილები და მილოცვები - 
#პირველნაწილში მოვისმენთ ბათუმის მეორე საჯარო სკოლაში გაკეთებულ ჩანაწერებს. .. 
მოსწავლეებს სკოლის დამთავრებას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი მიულოცავს . 
#მეორენაწილი საქართველოს ეროვნულ ინტელექტ - ჩემპიონატ ,,ეტალონს’’ დაეთმობა . წელს „ბათუმის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული 26-ე საჯარო სკოლის მოსწავლემ ილონა ნაკაშიძემ მოიპოვა.ილონა და ფინალში გასული 26 -ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ნიკა ნაკაშიძე , ნინო ბერიძე ,ნაზი საითაძე და ჯაბა დევაძე .. 
იქნებიან გადაცემის მეორე ნაწილის სტუმრები ,თბილისიდან პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება ,,ეტალონის’’ პროექტების მთავარი მენეჯერი მანანა ღოღბერიძე.

გადაცემის არქივი

''ქართულ ჭიდაობას'', როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, ეროვნული კატეგორია განესაზღვრა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით მიმდინარეობს მუშაობა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში ქართული ჭიდაობის წარდგენაზე.. გადაცემის თემა : ,, ქართველი ფალავნები , ეროვნული ქართული ჭიდაობის უძველესი ტრადიციები და დღევანდელობა ' .... სტუმრები :აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მინდია ქათამაძე  ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ჯემალ წულუკიძე  და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სპეციალისტი მაკა თაქთაქიშვილი

15 თებ 2017