ახალი სივრცე მოზარდებისთვის , პალაციოს წიგნის ,,საოცრება '' წარდგენა, აირჩიე სიკეთე , საგანმანათლებლო პროექტი , ლიტერატურული საღამოები

ლიტერატურული სივრცე მოზარდებისთვის , არაფორმალური განათლება და საგანმანათლებლო პროექტი - ,,ყოველკვირეული ლიტერატურული საღამოები’’ , რომლებსაც საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები აწყობენ ..ვინ არის ამ საღამოების ორგანიზატორი ,ლიტერატურული პერსონაჟების როგორი საგანმანათლებლო სივრცე იკვრება , 
როგორ ტარდება და რა მნიშვნელობა აქვს მოზარდებისთვის ამგვარ პროექტებს და საერთოდ .. არის თუ არა რეალური შედეგის მომტანი არაფორმალური განათლება .. 
დეტალები გადაცემაში #ღიაეთერი --დღეს , მოზარდები წარადგენენ ამერიკელი მწერლის რაქელ ჯარამილო პალაციოს ,#საოცრება ‘’ –ს .დაგვაფიქრებენ იმაზე თუ როგორ უნდა შევცვალოთ სამყარო უკეთესობისკენ, „როგორ გავხდეთ იმაზე მეტად კეთილი, ვიდრე საჭიროა“ და როგორ ვიცხოვროთ ისე, რომ არ შეგვრცხვეს საკუთარი თავისა და სიტყვების...#აირჩიესიკეთე - ასეთია წიგნის მთავარი მესიჯი ..სტუნმრები სკოლა -ლიცეუმ ,,მასტერკლასის ’’ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწალებელი ნადია გუნდაძე და მისი მოსწავლეები თამარ კეშელავა , ბარბარე ჩურუკბა და ბაჩი თავართქილაძე..

გადაცემის არქივი

გადაცემის თემა: სამოქალაქო განათლება სკოლებში და "მომავლის თაობა" - პროგრამა , რომელიც ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება... სტუმრები : სამოქალაქო განათლების პედაგოგი ია ქირია , ''მომავლის თაობის'' სამოქალაქო კლუბების კოორდინატორი ნატა შაინიძე .. და სამოქალაქო განათლების კლუბ ,, ამბიონის’’ წევრი ანა კახიძე .. დედაქალაქიდან პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება საქართველოს განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს უფროსი მარიამ ჩიქობავა.

01 მარ 2017

''ქართულ ჭიდაობას'', როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, ეროვნული კატეგორია განესაზღვრა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით მიმდინარეობს მუშაობა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში ქართული ჭიდაობის წარდგენაზე.. გადაცემის თემა : ,, ქართველი ფალავნები , ეროვნული ქართული ჭიდაობის უძველესი ტრადიციები და დღევანდელობა ' .... სტუმრები :აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მინდია ქათამაძე  ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ჯემალ წულუკიძე  და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სპეციალისტი მაკა თაქთაქიშვილი

15 თებ 2017