ნორჩი ბალერინები და ქართული საბალეტო სკოლა -GeorgianTeacherChoreographers ,ბათუმის კლასიკური ბალეტის სკოლაში საკონკურსო სამზადისია . ნორჩი ბალერინები რიგის საერთაშორისო ფესტივალისთვის "რიგის გაზაფხული 2019" და ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის მეექვსე საერთაშორისო ქორეოგრაფიულ ფესტივალ-კონკურსისთვის ემზადებიან , სწორედ ამ ორ მნიშვნელოვან საკონკურსო სამზადისზე, საბალეტო სკოლის მიღწევებსა და ნორჩი ბალერინების წარმატებებზე გიამბობთ დღეს გადაცემაში #ღიაეთერი #გადაცემისსტუმრები საქართველოს დამსახურებული პედაგოგი ანი ფირცხალაიშვილი და მისი მოსწავლეები - ბათუმის ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის კლასიკური ბალეტის სკოლის ნორჩი ბალერინები-მარიამ თვალაბეიშვილი , მარიამ ცინცაძე და ეკატერინე ოსიძე.. გადაცემაში საბალეტო სკოლის სხვა ბალერინებსაც და სკოლის დირექტორს ირმა მსხალაძეს შეხვდებით -(#აუდიოჩანაწერი). - დეტალები დღევანდელ გადაცემაში ..გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 - ყოველ სამშაბათს და პარასკევს - ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა ,#ღიაეთერი ირმა ჩხაიძესთან ერთად (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე )

გადაცემის არქივი

დღეს წითელი პარასკევია -ყველაზე მძიმე დღე მთელი წლის განმავლობაში ..მართლმადიდებლური სამყარო იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნას და დასაფლავებას იხსენებს. დღეს - დიდი პარასკევის მნიშვნელობაზე და სააღდგომო სამზადისზე ვისაუბრებთ .გავიხსენებთ ,,იესოს ვნებას’’ და მოვისმენთ დავით გურამიშვილის ,,ღვთისმშობლის დატირებას’’ ზინაიდა კვერენჩხილაძის კითხვით . გავიგებთ როგორ ემზადებიან მოზარდები აღდგომის დღესასწაულისთვის და რა იციან სააღდგომო ტრადიციების შესახებ გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 -ყოველ სამშაბათს და პარასკევს - ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა ,#ღიაეთერი ირმა ჩხაიძესთან ერთად (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე )

25 აპრ 2019