ნორჩი ბათუმელი მოჭადრაკეების მიღწევები , აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ახალი პროექტები, საერთაშორისო შეჯიბრებები და გაცვლითი პროგრამები . #გადაცემისსტუმრები- აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ახლადარჩეული პრეზიდენტი - საერთაშორისო დიდოსტატი, სპორტის რაინდი- სალომე მელია , საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, FIDE-ს არბიტრი , ლეონიდ ნეურონოვი და ნორჩი ჩემპიონები -კესარია მგელაძე და მარიამ ცეცხლაძე . 13 თებერვალს ბათუმის სასპორტო სკოლაში, სტარტი აიღო აჭარის პირველობამ 8, 12 და 16 წლამდე ასაკის ჭაბუკებსა და გოგონებს შორის , საჭადრაკო ტურნირები 21 თებერვლამდე გასტანს ..

გადაცემის არქივი

''ქართულ ჭიდაობას'', როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, ეროვნული კატეგორია განესაზღვრა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით მიმდინარეობს მუშაობა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში ქართული ჭიდაობის წარდგენაზე.. გადაცემის თემა : ,, ქართველი ფალავნები , ეროვნული ქართული ჭიდაობის უძველესი ტრადიციები და დღევანდელობა ' .... სტუმრები :აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მინდია ქათამაძე  ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ჯემალ წულუკიძე  და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სპეციალისტი მაკა თაქთაქიშვილი

15 თებ 2017