პატრიარქის ეპისტოლე, უწმინდესის გზავნილები, საკვირაო სკოლიდან სოციალურ საწარმომდე , ხეზე კვეთის ხელოვნება , მზადება გამოფენისთვის, გადაცემაში,, ღია ეთერი'' გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 #პირველნაწილში პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს ფრაგმენტს მოისმენთ ,გაგაცნოთ უწმინდესის იმ გზავნილებს ,რომლებიც მომავალ თაობას- ბავშვებს და მოზარდებს უკავშირდება .. #მეორენაწილი დაეთმობა ხეზე კვეთის ხელოვნებას და მოზარდებს, რომლებიც ამ ხელოვნებას ბათუმის წმ . ბარბარეს სახელობის ტაძართან არსებულ სოციალურ საწარმოში ეუფლებიან .. შეხვდებით , ხულოს მინიციპალიტეტეის ჩაოს საჯარო სკოლის მოსწავლეებს .. როგორი იყო გზა -საკვირაო სკოლიდან სოციალურ საწარმომდე - როგორ ტარდება ხეზე კვეთის გაკვეთილები . რომელი მასალისგან ამზადდებენ მოზარდები საგამოფენო ექსპონატებს . რა დრო სჭირდება თითოეული ნივთის მომზადებას . და როგორ შეიქმნა ხის მასალისგან დამზადებული ქართული ანბანის კოლექცია .- დეტალები დღეს გადაცემაში - , ღია ეთერი '', სტუმრები: ბათუმის წმინდა ბარბარეს ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი შიო პაიჭაძე და მისი მოსწავლეები , მარი ლაბაძე , არჩილ აბულაძე (ჩაოს საჯარო სკოლა) და ელენე კაცაძე (ბათუმი).გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 .. ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა,, ღია ეთერი '' ირმა ჩხაიძესთან ერთად - FM 104.5 (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე )

გადაცემის არქივი

გადაცემის თემა: სამოქალაქო განათლება სკოლებში და "მომავლის თაობა" - პროგრამა , რომელიც ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება... სტუმრები : სამოქალაქო განათლების პედაგოგი ია ქირია , ''მომავლის თაობის'' სამოქალაქო კლუბების კოორდინატორი ნატა შაინიძე .. და სამოქალაქო განათლების კლუბ ,, ამბიონის’’ წევრი ანა კახიძე .. დედაქალაქიდან პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება საქართველოს განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს უფროსი მარიამ ჩიქობავა.

01 მარ 2017

''ქართულ ჭიდაობას'', როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, ეროვნული კატეგორია განესაზღვრა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით მიმდინარეობს მუშაობა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში ქართული ჭიდაობის წარდგენაზე.. გადაცემის თემა : ,, ქართველი ფალავნები , ეროვნული ქართული ჭიდაობის უძველესი ტრადიციები და დღევანდელობა ' .... სტუმრები :აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მინდია ქათამაძე  ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ჯემალ წულუკიძე  და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სპეციალისტი მაკა თაქთაქიშვილი

15 თებ 2017