თემა: საახალწლო განწყობა ,ახალი წლის სურვილები და საქველმოქმედო-სპორტული ფონდი “ერთმანეთისთვის” - დღეს ამ თემაზე ვისაუბრებთ , მოზარდების საახალწლო განწყობას და სურვილებს გაიგებთ , შემოგთავაზებთ ჩანაწერებს ევროპის მოედნიდან ) პირდაპირ ეთერში სარაგბო კლუბ ,, ბათუმი-ს“ დირექტორის მოადგილეს მინდია ღლონტს და კლუბის წევრებს -18 წლამდე ასაკის მორაგბეებს - ნოდარ კვაჭაძეს, თემო დიასამიძეს და დიმა აბაშიძეს შეხვდებით .. მორაგბეები საქველმოქმედო ფონდის საქმიანობის შესახებ ისაუბრებენ , სარაგბო კლუბ ,,ბათუმი"_ს ინიციატივით, აჭარის სპორტულ საზოგადოებასთან, პარტნიორ კომპანიებთან და გულშემატკივრებთან ერთად, საქველმოქმედო-სპორტული ფონდი "ერთმანეთისთვის" დაფუძნდა...დეტალები დღეს გადაცემაში - , ღია ეთერი '', ტალღაზე FM 104.5 გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 .. ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა,, ღია ეთერი '' ირმა ჩხაიძესთან ერთად - FM 104.5 (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე )

გადაცემის არქივი

გადაცემის თემა: სამოქალაქო განათლება სკოლებში და "მომავლის თაობა" - პროგრამა , რომელიც ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება... სტუმრები : სამოქალაქო განათლების პედაგოგი ია ქირია , ''მომავლის თაობის'' სამოქალაქო კლუბების კოორდინატორი ნატა შაინიძე .. და სამოქალაქო განათლების კლუბ ,, ამბიონის’’ წევრი ანა კახიძე .. დედაქალაქიდან პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება საქართველოს განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს უფროსი მარიამ ჩიქობავა.

01 მარ 2017

''ქართულ ჭიდაობას'', როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, ეროვნული კატეგორია განესაზღვრა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით მიმდინარეობს მუშაობა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში ქართული ჭიდაობის წარდგენაზე.. გადაცემის თემა : ,, ქართველი ფალავნები , ეროვნული ქართული ჭიდაობის უძველესი ტრადიციები და დღევანდელობა ' .... სტუმრები :აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მინდია ქათამაძე  ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ჯემალ წულუკიძე  და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სპეციალისტი მაკა თაქთაქიშვილი

15 თებ 2017