მსოფლიო ბავშვთა საერთაშორისო დღე- #არაბავშვთამიმართძალადობას.... ,,.არტ - მარი''ს სახელოსნო , საგანმანათლებლო ორგანიზაცია ,, მწიგნობარი“ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სარეაბილიტაციო ცენტრ თანა’’-ს შემოდგომის დღესასწაული - ეს გახლავთ თემები , რომლებსაც დღევანდელ გადაცემაში გავაშუქებთ .. პირველ ნაწილში შემოქმედებითი სახელოსნო "ART-მარი"-ს მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენაზე ვისუბრებთ .. მეორე ნაწილი საგანმანათლებლო ორგანიზაცია ,, მწიგნობარი“ -ს წევრებს და მათ ხელმძღვანელს დაეთმობათ.. მესამე ნაწილში კი სარეაბილიტაციო ცენტრ ,, თანა’’–ს შემოდგომის დღესასწაულზე მოგითხროთ .. #გადაცემის სტუმრები -შემოქმედებითი სახელოსნო "ART- მარი" ს მოსწავლეები, გამოფენის მონაწილე ნორჩი მხატვრები და სახელოსნოს ხელმძღვანელი, მხატვარ დიზაინერი მარიკა ლელაშვილი..საგანმანათლებლო ორგანიზაცია ,, მწიგნობარი“ -ს ხელმძღვანელი მანანა წულუკიძე . და ორგანოზაციის წევრები ,ზედა თხილნარის საჯარო სკოლის მოსწავლე დიანა დუმბაძე .,ახალშენის საჯარო სკოლის მოსწავლე ირაკლი შაინიძე და ახალსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლე ნიკა სურმანიძე .სარეაბილიტაციო ცენტრ .. თანა’’-ს დირექტორი ნანა საყვარელიძე (სატ ჩართვა ). გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 .. ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა,, ღია ეთერი '' ირმა ჩხაიძესთან ერთად - FM 104.5 სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე)

გადაცემის არქივი

''ქართულ ჭიდაობას'', როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, ეროვნული კატეგორია განესაზღვრა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით მიმდინარეობს მუშაობა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში ქართული ჭიდაობის წარდგენაზე.. გადაცემის თემა : ,, ქართველი ფალავნები , ეროვნული ქართული ჭიდაობის უძველესი ტრადიციები და დღევანდელობა ' .... სტუმრები :აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მინდია ქათამაძე  ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ჯემალ წულუკიძე  და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სპეციალისტი მაკა თაქთაქიშვილი

15 თებ 2017