თემა:ანიმაციური ფილმების მე -10 საერთაშორისო ფესტივალი ,,თოფუზი 2018 ’’ , ანიმაციური ტექნოლოგიები და მულტფილმის შექმნის ხელოვნება. -როგორია ანიმაციის განვითარების პერსპექტივები საქართველოში ,როგორ მიმდინარეობს ფესტივალი და რა სიახლეებია წელს - ამაზე გადაცემის სტუმრები ისაუბრებენ ..მოისმენთ ჩანაწერს ახალშენის საჯარო სკოლიდან, ,გაიგებთ როგორ ასწავლიან ბავშვებს მულტიპლიკაციის ხელოვნებას და რას ფიქრობენ თავად მოზარდები.. თოფუზი" 2018 პირველიდან ექვსი ოქტომბრის ჩათვლით იმართება აჭარაში .. გადაცემის სტუმრები:ანიმაციის განვითარების ფონდის და ფესტივალ ,,თოფუზის’’ დირექტორი და დამაარსებელი ზურა დიასამიძე. ანიმაციის განვითარების ფონდის კოორდინატორი ანი გეჯაძე და ფესტივალის საბავშვო ჟიურის წევრები - ლიზი ჩხიკვაძე და ნინო ჩავლეიშვილი გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 .. ..13 საათსა და 10 წუთზე გადაცემა,, ღია ეთერი '' ირმა ჩხაიძესთან ერთად - FM 104.5 (სარეჟისორო პულტთან გიორგი ფირცხალაიშვილი)

გადაცემის არქივი

''ქართულ ჭიდაობას'', როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, ეროვნული კატეგორია განესაზღვრა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით მიმდინარეობს მუშაობა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში ქართული ჭიდაობის წარდგენაზე.. გადაცემის თემა : ,, ქართველი ფალავნები , ეროვნული ქართული ჭიდაობის უძველესი ტრადიციები და დღევანდელობა ' .... სტუმრები :აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მინდია ქათამაძე  ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ჯემალ წულუკიძე  და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სპეციალისტი მაკა თაქთაქიშვილი

15 თებ 2017