თემა: ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსი გერმანიაში და ანსამბლ ,,კოლხათი“’ მოხიბლული ევროპელები . ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა ,,კოლხამ’’ რეპეტიციები განაახლა და ახალ სასწავლო წელს კონცერტის გამართვას გეგმავს .. გადაცემაში მოისმენთ ნორჩი მოცეკვავეების მოსაზრებებს. ქართულ საცეკვაო ფოლკლორზე.. სტუმრები :ბათუმის მეორე საჯარო სკოლასთან არსებული ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,, კოლხა’’-ს წევრები მარიამ ჯორთმენაძე, ნატა სიხარულიძე , დანიელ ხინკილაძე და მათი ხელმძღვანელი ირაკლი შაფათავა , გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 .. ..13 საათსა და 10 წუთზე გადაცემა,, ღია ეთერი '' ირმა ჩხაიძესთან ერთად - FM 104.5 (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე)

გადაცემის არქივი

''ქართულ ჭიდაობას'', როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, ეროვნული კატეგორია განესაზღვრა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით მიმდინარეობს მუშაობა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში ქართული ჭიდაობის წარდგენაზე.. გადაცემის თემა : ,, ქართველი ფალავნები , ეროვნული ქართული ჭიდაობის უძველესი ტრადიციები და დღევანდელობა ' .... სტუმრები :აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მინდია ქათამაძე  ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ჯემალ წულუკიძე  და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სპეციალისტი მაკა თაქთაქიშვილი

15 თებ 2017