ქართული ფოლკლორი , რომელიც დროსა და თაობებს უძლებს,.XVIII საერთშორისო ფესტივალ - კონკურსი „ოქროს დელფინი - ხელოვნება მსოფლიოს გარშემო - 2018“ დასრულდა . ფესტივალის მნიშვნელობა და შედეგები - გადაცემაში ,,ღია ეთერი '' –- FM 104.5 -რამდენად ახერხებს ფესტივალი ახალგაზრდა თაობებში ეროვნული, ტრადიციული ფასეულობების პოპულარიზაციას და რამდენად აღწევს დასახულ მიზანს ..ამას დღევანდელი გადაცემიდან გაიგებთ . გადაცემის სტუმრები: აჭარის განათლების ,კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსი თეა ჭანტურიშვილი, ფესტივალის ორგანიზატორი ანჟელა ქამუშაძე ,ფესტივალის ჟიურის წევრი - აჭარის დამსახურებული არტისტი, ქორეოგრაფი ნუგზარ შალიკაშვილი და ფესტივალის ერთ-ერთი მონაწილე, ანსმაბლ ,, ცერულის ‘’ სოლისტი-ანასტასია გოგოლიშვილი.. p.s. ტრადიციულად, საერთაშორისო ფესტივალი კულტურისა და ტურიზმის განვითარებისა და ხელშეწყობის საზოგადოების ორგანიზებით , აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და ქალაქ ბათუმის მერიის ოფიციალური მხარდაჭერით იმართება . გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 .. ..13 საათსა და 10 წუთზე გადაცემა ღია ეთერი '' ირმა ჩხაიძესთან ერთად - FM 104.5 (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე)

გადაცემის არქივი

''ქართულ ჭიდაობას'', როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, ეროვნული კატეგორია განესაზღვრა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით მიმდინარეობს მუშაობა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში ქართული ჭიდაობის წარდგენაზე.. გადაცემის თემა : ,, ქართველი ფალავნები , ეროვნული ქართული ჭიდაობის უძველესი ტრადიციები და დღევანდელობა ' .... სტუმრები :აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მინდია ქათამაძე  ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ჯემალ წულუკიძე  და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სპეციალისტი მაკა თაქთაქიშვილი

15 თებ 2017