საჭადრაკო კლუბი „ნონა“. თემა: ნორჩი ბათუმელი მოჭადრაკეები და მზადება საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალისთვის - გადაცემაში ,,ღია ეთერი '' - FM 104.5... ქალაქ ბათუმის მერიის მხარდაჭერით , საჭადრაკო კლუბი „ნონა“ ივლისში დიდ საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალს უმასპინძლებს .. მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადამდე ბათუმში ნორჩი მოჭადრაკეები იასპარეზებენ ... ბათუმის საჭადრაკო კლუბ ,,ნონას ‘’- ახალ პროექტებზე , საერთაშორისო შეჯიბრებებზე და გაცვლით პროგრამებზე ვისაუბრებთ დღეს გადაცემაში ..ღია ეთერი ‘’ შეხვედებით ნინო ბაციაშვილს , რომელსაც სულ ახლახანს მინსკში გამართულ ფიდეს საერთაშორისო კონგრესზე მამაკაცთა საერთაშორისო დიდოსტატის - GM წოდება დაუმტკიცდა. სტუმრები : ქართველი მოჭადრაკე. საერთაშორისო დიდოსტატი ნინო ბაციაშვილი (სატ. ჩართვა ). ბათუმის საჭადრაკო კლუბ ,, ნონას ‘’ დირექტორი , სპორტის ოსტატი საერთაშორისო არბიტრი , სერთიფიცირებული მწვრთნელი გიორგი ჭანტურია .. კლუბის მენეჯერი საერთაშორისო არბიტრი , დიპლომირებული და სერთიფიცირებული მწვრთნელი მარიკა ჯაფარიძე საჭადრაკო კლუბ ,,ნონას ‘’ წევრები -ნატალია აბულაძე და მარიამ კალანდაძე... გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 .. ..13 საათსა და 10 წუთზე გადაცემა ღია ეთერი '' ირმა ჩხაიძესთან ერთად - FM 104.5 (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე )

გადაცემის არქივი

''ქართულ ჭიდაობას'', როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, ეროვნული კატეგორია განესაზღვრა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით მიმდინარეობს მუშაობა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში ქართული ჭიდაობის წარდგენაზე.. გადაცემის თემა : ,, ქართველი ფალავნები , ეროვნული ქართული ჭიდაობის უძველესი ტრადიციები და დღევანდელობა ' .... სტუმრები :აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მინდია ქათამაძე  ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ჯემალ წულუკიძე  და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სპეციალისტი მაკა თაქთაქიშვილი

15 თებ 2017