მოსწავლეთა სამეცნიერო და სასწავლო - შემოქმედებითი კონფერენციები - მნიშვნელობა და შედეგები .. გადაცემაში ღია ეთერი '' ირმა ჩხაიძესთან ერთად - FM 104.5 (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე ) -ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი მოსწავლეთა პირველი სამეცნიერო კონფერენციისთვის ემზადება .. -აჭარის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში კი მოსწავლეთა 72-ე სასწავლო -შემოქმედებითი კონფერენცია გაიმართა.. -როგორია კონფერენციების თემატური მიმართულებები , აქტივობა, მნიშვნელობა და შედეგები ამას დღევანდელი გადაცემიდან გაიგებთ .. სტუდიის სტუმრები : პირველი ბლოკი - აჭარის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დირექტორი თამარ მესხიძე .. ტურიზმისა და მხარეთმცოდენობის განყოფილების კოორდინატორი , ფოლკლორის სექციის ხელმძღვანელი მაია ჯაფარიძე და სასწავლო - შემოქმედებით კონფერენციაში მონაწილე მოსწავლეები - ნანა აბაშიძე და მარიამ კოხრეიძე .. მეორე ბლოკი-ბათუმის შოთა რუსთაველი სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი , აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის ხელმღვანელი ემზარ მაკარაძე, რომელიც უნივერსიტეტში მოსწავლეთა პირველი სამეცნიერო კონფერენციის სამზადისზე ისაუბრებს ..

გადაცემის არქივი

''ქართულ ჭიდაობას'', როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, ეროვნული კატეგორია განესაზღვრა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით მიმდინარეობს მუშაობა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში ქართული ჭიდაობის წარდგენაზე.. გადაცემის თემა : ,, ქართველი ფალავნები , ეროვნული ქართული ჭიდაობის უძველესი ტრადიციები და დღევანდელობა ' .... სტუმრები :აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მინდია ქათამაძე  ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ჯემალ წულუკიძე  და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სპეციალისტი მაკა თაქთაქიშვილი

15 თებ 2017