მიუსაფარი - ე. წ ,,ქუჩის ბავშვები’’ - რეალობა და პრობლემები - ამ თემაზე ვისაუბრებთ გადაცემაში ღია ეთერი '' ირმა ჩხაიძესთან ერთად - FM 104.5 (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე ) . -ვინ არიან ,, ქუჩის ბავშვები“’ , -როგორ ზრუნავს და რა სერვისებს სთავაზობს სახელმწიფო მიუსაფარ ბავშვებს . - რა არის ბავშვთა და მოზარდთა ქუჩაში ცხოვრების მიზეზები, --როგორია პრობლემასთან გამკლავების გზები . -ვინ არის დამნაშავე იმაში ,რომ ბავშვები მთელ დღეს ქუჩაში ატარებენ – მშობელი ,სახელმწიფო თუ საზოგადოება .. -როგორია სამთავრობო თუ არასამთავრობო სექტორის შეხედულებები ამ საკითხების გარკვევას შევეცდებით დღეს, გადაცემის სტუმრებთან ერთად..სტუმრები პირველ ბლოკში –ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის კომიტეტის წარმომადგენელი აჭარაში და საქველმოქმედო ორგანიზაციის ,ფონდ ,, იალქანის ‘’ ხელმძღვანელი თიკო აბაშიძე და ამავე ფონდის ბენეფიციარი ნინი მეორე ბლოკში : სოციალური მომსახურების საააგენტოს აჭარის ფილიალის უფროსის მოადგილე რუსუდან სალუქვაძე და სააგენტოს ფსიქოლოგი თამარ ქამადაძე

გადაცემის არქივი

''ქართულ ჭიდაობას'', როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, ეროვნული კატეგორია განესაზღვრა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით მიმდინარეობს მუშაობა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში ქართული ჭიდაობის წარდგენაზე.. გადაცემის თემა : ,, ქართველი ფალავნები , ეროვნული ქართული ჭიდაობის უძველესი ტრადიციები და დღევანდელობა ' .... სტუმრები :აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მინდია ქათამაძე  ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ჯემალ წულუკიძე  და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სპეციალისტი მაკა თაქთაქიშვილი

15 თებ 2017