#მრავალშვილიანობის ხიბლი და დედობის საიდუმლო , #ბათუმელი ოჯახი , სადაც 4 ტყუპი იზრდება - დიმა კოღუაშვილის და ნონა ვარშანიძის ექვსშვილიანი ოჯახი - გადაცემაში ღია ეთერი '' ირმა ჩხაიძესთან ერთად - FM 104.5 (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე ) . -რამდენად რთულია ექვსი შვილის გაზრდა , როცა მათ შორის 4 ტყუპია .. -როგორია პასუხიმგებლობა და რას ნიშნავს იყო მშობელი. -როგორი იქნება გამოცდილი წყვილის რჩევები და რეკომენდაციები და როგორი განცდაა იზრდებოდე მრვალშვილიან ოჯახში - ამას დღევანდელი გადაცემიდან გავიგებთ და გავიზიარებთ შვილთა სიმრავლით გამოწვეულ ბედნიერებას . გადაცემის სტუმრები : დიმა კოღუაშვილი და ნონა ვარშანიძე ,მათი შვილები ნინი , დიმიტრი, მაია და ტყუპისცალი დეიდა - ნანა ვარშანიძე

გადაცემის არქივი

''ქართულ ჭიდაობას'', როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, ეროვნული კატეგორია განესაზღვრა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით მიმდინარეობს მუშაობა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში ქართული ჭიდაობის წარდგენაზე.. გადაცემის თემა : ,, ქართველი ფალავნები , ეროვნული ქართული ჭიდაობის უძველესი ტრადიციები და დღევანდელობა ' .... სტუმრები :აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მინდია ქათამაძე  ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ჯემალ წულუკიძე  და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სპეციალისტი მაკა თაქთაქიშვილი

15 თებ 2017