#JuniorAchievement ბიზნეს უნარჩვევები და მეწარმეობის საფუძვლები სკოლებში, პროექტი , რომელიც "ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს " ორგანიზებით ხორციელდება --რამდენად ინტერესდებიან მოზარდები ამ თემატიკით . -რა აქტივობებში იღებენ მონაწილეობას , - იძლევა თუ არა ბიზნეს გაკვეთილები სამეწარმეო უნარ-ჩვევბის გამომუშავების და შესაბამისი ცოდნის მიღების შესაძლებლობას და რა არის "ჯუნიორ ეჩივმენტ’’ - ი ამ საკითხებზე ვისაუბრებთ ,გადაცემაში ღია ეთერი '' ირმა ჩხაიძესთან ერთად - FM 104.5 (სარეჟისორო პულტთან გიორგი ფირცხალაიშვილი ) .გადაცემის სტუმრები : ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის დირექტორი თამთა კვარაცხელია , ,,მეწარმეობის საფუძვლების'' პედაგოგი ინგა გეგეშიძე და მოსწავლეები- გიორგი მალაყმაძე და სერგი თოიძე . პირდაპირ ეთერში დედაქალაქიდან ჩაგვერთვება ,,ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს ‘’ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გეგეშიძე ..

გადაცემის არქივი

''ქართულ ჭიდაობას'', როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, ეროვნული კატეგორია განესაზღვრა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით მიმდინარეობს მუშაობა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში ქართული ჭიდაობის წარდგენაზე.. გადაცემის თემა : ,, ქართველი ფალავნები , ეროვნული ქართული ჭიდაობის უძველესი ტრადიციები და დღევანდელობა ' .... სტუმრები :აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მინდია ქათამაძე  ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ჯემალ წულუკიძე  და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სპეციალისტი მაკა თაქთაქიშვილი

15 თებ 2017