თემა .#Futuremakers ნორჩი გამომგონებლები და ინოვაციური პროექტი ,, მომავლის შემქნელები ‘.. რამდენად აქვთ მოზარდებს თავიანთი იდეების, მიღწევებისა და ნოვატორული პროექტების რეალიზების საშუალება , რამდენად ინტერესდებიან სამეცნიერო სფეროთი და რაზე მუშაობენ ამჟამად ნორჩი გამომგონებლები .. დეტალები გადაცემაში ,, ღია ეთერი '' ირმა ჩხაიძესთან ერთად - FM 104.5 (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე) . გადაცემის პირველი ნაწილის სტუმრები :ბათუმის ამერიკული კუთხის ტექნიკური მენეჯერი , პროექტის ..მომავლის შემქნელები ‘’ ხელმძღვანელი ზურა მესხიძე .მწვრთნელი ბესო ქვაციხელი და პროექტში მონაწილე, ნორჩი გამომგონებელი რიკარდ კოჩალიძე .. .მეორე ნაწილი - აჭარის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ტექნიკური - შემოქმედების განყოფილების ხელმძღვანელ- შოთა ბარამიძე და გამომგონებელთა კლუბის წევრი , ნორჩი ავიაკონსტრუქტორი ალექსი ჩუნაკოვი.

გადაცემის არქივი

''ქართულ ჭიდაობას'', როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, ეროვნული კატეგორია განესაზღვრა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით მიმდინარეობს მუშაობა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში ქართული ჭიდაობის წარდგენაზე.. გადაცემის თემა : ,, ქართველი ფალავნები , ეროვნული ქართული ჭიდაობის უძველესი ტრადიციები და დღევანდელობა ' .... სტუმრები :აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მინდია ქათამაძე  ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ჯემალ წულუკიძე  და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სპეციალისტი მაკა თაქთაქიშვილი

15 თებ 2017