
,ბედნიერი სახლის’’ მშენებლობა და პროექტი "წიგნიერი"...
#EmbassyofJapaninGeorgia,,ბედნიერი სახლის’’ მშენებლობას – კავკასიაში პირველ სარეაბილიტაციო ცენტრს სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის – იაპონიის საელჩო დააფინანსებს . საგრანტო კონტრაქტით გათვალისწინებული თანხით,
88 ათას 500 აშშ დოლარით, შესაძლებელი გახდება მშენებლობის მესამე ეტაპის დაწყება.#გადაცემისპირველნაწილში ამ თემაზე ,,ბედნიერი სახლის’’ დაარსების ინიციატორი –„ბერი ანდრიას საქველმოქმედო ფონდის“ ხელმძღვანელი თინათინ ჩხვიმიანი ისაუბრებს.. ..გადაცემაში ფონდის შვილობილებსაც შეხვდებით .
#ჩვენერთადავაშენებთბედნიერსახლს შეგვიძლიათ გადარიცხოთ თანხა ბერი ანდრიას ფონდში ან დარეკოთ ნებისმიერი ქსელიდან 09 01 500 535 (ზარის ღირებულებაა 1 ლარი).
#მეორენაწილი - დაეთმობა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტს - "წიგნიერი" ლიტერატურული კონკურსი ბათუმელი მოზარდებისთვის წელს პირველად გაიმართება , რეგისტრაცია კონკურსში მონაწილეობისთვის 4 აპრილამდეა შესაძლებელი - დეტალები დღევანდელ გადაცემაში ..
გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 -ყოველ სამშაბათს და პარასკევს - ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა,, ღია ეთერი '' ირმა ჩხაიძესთან ერთად (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე )
18 მარ 2019
ავიასამოდელო კლუბი , ნორჩი გამომგონებლები და ინოვაციური პროექტები..-
რის ბაზაზე იქმნება ავიასამოდელო კლუბი აჭარაში,რამდენად აქვთ მოზარდებს თავიანთი იდეების, მიღწევებისა და ნოვატორული პროექტების რეალიზების საშუალება ,რაზე მუშაობენ ამჟამად ნორჩი იაკონსტრუქტორები და რამდენად ინტერესდებიან სამეცნიერო სფეროთი .. -დეტალები დღევანდელ გადაცემაში ..
#ღიაეთერი -17 მარტს,17 საათზე , აჭარის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში #ავიასამოდელოკლუბი იხსნება ..
#სტუმრებიაჭარის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დირექტორი თამარ მესხიძე ,
ტექნიკური - შემოქმედების განყოფილების ხელმძღვანელი შოთა ბარამიძე , ნორჩი ავიაკონსტრუქტორი ანრი ჩახვაძე და
ვეტერანი ავიამოდელისტრი გია მაისურაძე ,აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე დავით მიქელაძე (სატ. ჩართვა)
გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 -ყოველ სამშაბათს და პარასკევს - ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა,, ღია ეთერი '' ირმა ჩხაიძესთან ერთად (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე )
14 მარ 2019

#პაატაამონაშვილი-ჰუმანური პედაგოგიკა , სურათ ხატებით აღზრდა ,ბავშვის ,განვითარება და მასთან წარმატებული კომუნიკაცია ,რჩევები და რეკომენდაციები პაატა ამონაშვილისაგან....
შეცდომები ყოველთვის იქნება მთავარია, ჩვენი შვილები ხედავდნენ ჩვენს სწრაფვას ვიყოთ უკეთესი მშობლები" – ამბობს სოციოლოგი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ჰუმანური პედაგოგიკის საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტი, ,"ბასტი-ბუბუს" დამაარსებელი და გენერალური დირექტორი,მწერალი და მსოფლიოში 100-ობით სკოლის პროგრამების შემქმნელი.ცნობილი მეცნიერისა და პედაგოგის შალვა ამონაშვილის ვაჟი -#პაატაამონაშვილი
რას ნიშნავს ბავშვი -მოვლენა და როგორ დავეხმაროთ მოზარდებს ცხოვრებისეული მისიის შესრულებაში .
რისი მაგალითია ჩვენი საქციელი და რა ხატს აყალიბებს ის ბავშვში .
როგორი უნდა იყოს აღმზდელობითი პროცესი და
რა არის ყველაზე მთავარი განძი, რომელსაც საკუთარ შვილს გადასცემთ! -
დეტალები დღეს გადაცემაში ,,ღია ეთერი ‘’
#გადაცემაში თქვენ მოისმენთ #პაატაამონაშვილის საინტერესო ინტერვიუს ბავშვთა აღზრდის საკითხებზე
გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 -
ყოველ სამშაბათს და პარასკევს - ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა,, ღია ეთერი '' ირმა ჩხაიძესთან ერთად (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე )
25 თებ 2019
,ხარ თუ არა მე- 6 კლასელზე ჭკვიანი’’- გეიმ-შოუს ბათუმელი მონაწილეები -როგორი საბავშვო გადაცემების მოსმენა სურთ ბავშვებს ,
რა თემები აინტერესებთ , რა საკითხებია მათთვის ყველაზე მნიშნელოვანი , რა მისწრაფებები და სურვილები აქვთ.ოცნებობენ თუ არა რადიო ან ტელეწამყვანობაზე .
როგორ ახასიათებენ საკუთარ თავს - დეტალები გადაცემაში ,, ღია ეთერი'' FM 104.5-ზე.
#გადაცემისსტუმრები ბათუმის მეორე საჯარო სკოლის მეექვსეკლესელები ელენე ჩავლეიშვილი , მარიამ ბლაგიძე, მარიამ ჭყონია და მე-4 კლასელი თამარ ბლაგიძე
გადაცემის ,,ხარ თუ არა მე- 6 კლასელზე ჭკვიანი’’ წამყვანი დავით ველიჯანაშვილი (სატ. ჩართვა)
გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 -ყოველ სამშაბათს და პარასკევს - ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა,, ღია ეთერი '' ირმა ჩხაიძესთან ერთად (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე )
18 თებ 2019

განათლების სისტემის სიახლეები - მე 1 2კალსელთა აქცია ,არა ნაადრევ და იძულებით ქორწინებას! -#პირველინაწილი ცვლილება განათლების სისტემაში- დღეს ,15 საათზე , ევროპის მოედანზე მე -12 კლასელები აქციი გამაღთვას გეგმავენ , მათი თქმით გამოცდების დღევანდელი მოდელი მოსწავლეებს და განსაკუთრებით მე-12 კლასელებს არათანაბარ პირობებში აყენებს . #მეორენაწილი არა ნაადრევ და იძულებით ქორწინებას! - მცირე საგრანტო პროექტი: რომლის მიზანიც გახლავთ ნაადრევი ქორწინების შედეგად გამოწვეული რისკების და საფრთხეების შესახებ მოზარდების, მშობლების , თემის ინფორმირება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ,პროექტი ჩაისუბნის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობის’’ მხარდაჭერით განხორციელდა.~
-რა არის ადრეული ქორწინება და რა შედეგები მოქავს მას მოზარდებისთვის ,-როგორია ნაადრევი ქორწინების ქართული რეალობა.
დეტალები დღევანდელ გადაცემაში #გადაცემისთემა -„ადრეულ ასაკში ქორწინება: გამოწვევები და გადაჭრის გზები“ .
#გადაცემისსტუმრები სახალხო დამცველის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი ანა ილურიძე .(სატ,ჩართვა) ,
სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის ფსიქოლოგი თამარ ქამადაძე .ჩაისუბნის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი თამილა რიონიძე სამოქალაქო კლუბ "სხივი"ს ლიდერი, ჩაისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლე- ნინი შამილიშვილი და კლუბის წევრი ,ამავე სკოლის მოსწავლე ნიკა კონცელიძე..
28 იან 2019