საახალწლო სურვილები - ღია ეთერის 2018 წლის პირველი გადაცემა ბედობა და მეკვლეობა - როგორ აღიქმვამენ ამ ტრადიციებს მოზარდები, სტუდიის სტუმრები: აჭარის რადიოს თანამშრომლების შვილები მეგობრებთან ერთად, აჭარის მოსწავლე ახალგაზდობის სასახლის საბავშო მუსიკალური სტუდია ,,ჰარმონიას ‘’ წევრები და მათი ხელმძღვანელები. ღია ეთერის მსმენელებს ახალ წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი ნათია კაპანაძე, აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის მინსიტრი ინგა შამილიშვილი და ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების უფროსი ინგა გოგიბერიძე ულოცავენ. ,, ღია ეთერი’’ ირმა ჩხაიძესთან ერთად - FM 104.5 (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე)

გადაცემის არქივი

''ქართულ ჭიდაობას'', როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, ეროვნული კატეგორია განესაზღვრა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით მიმდინარეობს მუშაობა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში ქართული ჭიდაობის წარდგენაზე.. გადაცემის თემა : ,, ქართველი ფალავნები , ეროვნული ქართული ჭიდაობის უძველესი ტრადიციები და დღევანდელობა ' .... სტუმრები :აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მინდია ქათამაძე  ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ჯემალ წულუკიძე  და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სპეციალისტი მაკა თაქთაქიშვილი

15 თებ 2017