საახალწლო კონცერტები ბათუმში,ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლები , რომლებიც სადღესასწაულო პროგრამაში ვერ მოხვდნენ.. რატომ გამორჩათ მხედველობიდან ისინი კონცერტის ორგანიზატორებს ,როგორია ბავშვთა სასიმღერო ფოლკლორის ხელშეწყობა ,რა კეთდება პოპულარიზაციისთვის. ამ თემებს დაეთმობა ,, ღია ეთერი’’ ირმა ჩხაიძესთან ერთად - FM 104.5  (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე) . გადაცემის სტუმრები -ვაჟთა ფოლკლორულ ანსამბლ ”იბერიონის” წევრები ზაზა შამანაძე, ლუკა ბაკურიძე , დავით ურუშაძე და მათი ხელმძღვანელი თეიმურაზ დოლიძე.  ბათუმის კულტურის ცენტრის დირექტორი ჯონი საბაშვილი . და აჭარის  განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი მადონა თევზაძე.( სატ ჩართვა )

გადაცემის არქივი

დღეს წითელი პარასკევია -ყველაზე მძიმე დღე მთელი წლის განმავლობაში ..მართლმადიდებლური სამყარო იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნას და დასაფლავებას იხსენებს. დღეს - დიდი პარასკევის მნიშვნელობაზე და სააღდგომო სამზადისზე ვისაუბრებთ .გავიხსენებთ ,,იესოს ვნებას’’ და მოვისმენთ დავით გურამიშვილის ,,ღვთისმშობლის დატირებას’’ ზინაიდა კვერენჩხილაძის კითხვით . გავიგებთ როგორ ემზადებიან მოზარდები აღდგომის დღესასწაულისთვის და რა იციან სააღდგომო ტრადიციების შესახებ გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 -ყოველ სამშაბათს და პარასკევს - ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა ,#ღიაეთერი ირმა ჩხაიძესთან ერთად (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე )

25 აპრ 2019