დღევანდელ გადაცემაშია: ანა კორძაია–სამადაშვილის მოთხრობების კრებული მსოფლიოს ქალი–ავტორების საუკეთესო ნამუშევრების სიაში შევიდა. საქართველოს სახალხო არტისტს, კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილს სპეციალური ჯილდო,”ხელოვნების ქურუმი” მიენიჭა. „მუსიკალურ კალენდარში“ მოგითხრობთ როკ-ჯგუფის "Three Dog Night" ჰიტის "Mama Told Me" შესახებ და გაგაცნობთ ინგლისელი როკ–მომღერლის, ბონი ტაილერის შემოქმედებას და მისი ჰიტის „Total Eclips of The Heart“ შექმნის ისტორიას. გაეცნობით კულტურის, კინოსა და მუსიკის სიახლეებს - მომღერალ რიანას ქველმოქმედებისათვის პიტერ გომესის სახელობის პრემია მიენიჭა, ჰოლივუდის კინოვარსკვლავი, ორი „ოსკარის“ მფლობელი ტომ ჰენქსი თავისი პირველი წიგნის გამოსაშვებად ემზადება და შეიტყობთ აგრეთვე, შოუ-ბიზნესის სხვა სიახლეებს.

გადაცემის არქივი

დღევანდელ გადაცემაშია: ვენაში, გალერეა Overground-ში ქართველი მხატვრებისა და დიზაინერების ნამუშევრების პრეზენტაცია გაიმართა. „ალექსანდრე ბასილაია – ზღაპარი სიყვარულისა“ – ქართველი კომპოზიტორის 75 წლის იუბილე თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში აღინიშნა „მუსიკალურ კალენდარში“ ამერიკელი როკ-მომღერლისა და სიმღერების ავტორის, სიუზი კვატროს დაბადების დღესთან დაკავშირებით გაგაცნობთ მის ცხოვრებასა და შემოქმედებას. მოგითხრობთ აგრეთვე , შვედური კვარტეტის ABBA-ს ჰიტის «The Winner Takes It All»(„გამარჯვებული იღებს ყველაფერს“) შექმნის ისტორიას. გაეცნობით კულტურის, კინოსა და მუსიკის სიახლეებს -გუგენჰაიმის მუზეუმმა მხატვრობის 200 შედევრი ციფრულ ფორმატში გადაიტანა, ემინემმა ახალი ზელანდიის მმართველ პარტიას სასამართლოში უჩივლა და შეიტყობთ აგრეთვე, შოუ-ბიზნესის სხვა სიახლეებს.

09 ივნ 2017

მე-3 საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალი თბილისში სალომე კორკოტაშვილის სიმღერამ ამერიკის შეერთებულ შტატებში მუსიკალურ კონკურსში გაიმარჯვა „მუსიკალურ კალენდარში“ მოგითხრობთ ლეო სეიერის ჰიტის «When I Need You» შექმნის ისტორიას და გაგაცნობთ დონა სამერის ცხოვრებასა და შემოქმედებას. გაეცნობით კულტურის, კინოსა და მუსიკის სიახლეებს -გამოვიდა რეი დევისის ახალი ალბომი „ამერიკანა,“ მარგარეტ ტეტჩერის გულსაბნევს „სოთბი-ს“ (Sotheby's) აუქციონზე გაყიდიან, ლონდონში გაიხსნა ექსპოზიცია, როკ-ჯგუფის „პინკ-ფლოიდის“ 50-წლიან ისტორიას მიეძღვნა და შეიტყობთ აგრეთვე, შოუ-ბიზნესის სხვა სიახლეებს.

02 ივნ 2017

„უკვდავთა ბაღში" გივი ბერიკაშვილის ბიუსტი გაიხსნა. „ბლექ სი არენაზე“ ლეგენდარული ჯგუფის, „აეროსმითის“ კონცერტი გაიმართა. „მუსიკალურ კალენდარში“ გამოჩენილი შანსონიეს, შარლ აზნავურის დაბადების დღესთან დაკავშირებით მოგითხრობთ მისი ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ. და გაგაცნობთ აგრეთვე, ჰოლანდიურ დისკო-ჯგუფს Stars On 45 . გაეცნობით კულტურის, კინოსა და მუსიკის სიახლეებს - ბრიტანეთში სამეფო ოჯახისადმი მიძღვნილი ტელეფილმი „მეფე ჩარლზ III“ გამოვიდა, მერი ჯეი ბლაიჯის ახალმა ალბომმა «Strength of a Woman» დღის შუქი იხილა, ჯეკი ჩანი და სილვესტრ სტალონე ახალ ბოევიკში “ექს-ბაღდადი“ მთავარ როლებს შეასრულებენ და შეიტყობთ აგრეთვე, შოუ-ბიზნესის სხვა სიახლეებს.

26 მაი 2017

საქართველოში საერთაშორისო აქცია- "ღამე მუზეუმში" ჩატარდა. ჯანსუღ კახიძის სახელობის მე-3 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი ჯაზის ლეგენდარულ შემსრულებლებს მასპინძლობდა; „მუსიკალურ კალენდარში“ მოგითხრობთ სტივი უანდერის შემოქმედებასა და მისი ჰიტის “Sir Duke” შექმნის შესახებ. გაეცნობით კულტურის, კინოსა და მუსიკის სიახლეებს - ჰოლივუდში ფილმი „ნათლიას“ ეკრანებზე გამოსვლის 45-ე წელი აღნიშნეს, როკ-ჯგუფმა Eagles მექსიკურ სასტუმროს, „კალიფორნიას“, სასამართლოში უჩივლა,გამოვადა კენდრიკ ლამარის ახალი ალბომი სახელწოდებით «DAMN.» და შეიტყობთ აგრეთვე, შოუ-ბიზნესის სხვა სიახლეებს.

19 მაი 2017

საფრანგეთში, მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე, ანა ჩუბინიძის ანიმაციურმა ფილმმა "ჯიბის კაცი" ორი პრემია მიიღო. ვალერი მელაძის საიუბილეო კონცერტი ბათუმში. „მუსიკალურ კალენდარში“ მოგითხრობთ ჯერი ჰოლუელის სინგლის «It’s Raining Men» შექმნის ისტორიებს. გაეცნობით კულტურის, კინოსა და მუსიკის სიახლეებს - ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის ალეგორიული მოთხრობა „პატარა უფლისწული“ მე-300-ე ენაზე ითარგმნა, ლივერპულში, ჯგუფი „ბითლზის“ ლეგენდარული ალბომის „სერჟანტ პეპერის“ გამოსვლიდან 50-ე წლის აღსანიშნავად ფესტივალი გაიმართება და შეიტყობთ აგრეთვე, შოუ-ბიზნესის სხვა სიახლეებს.

12 მაი 2017

ქართველი კინემატოგრაფისტების წარმატება პეკინის მე-7 კინოფესტივალზე. თბილისის „ბიგ-ბენდმა“ დაარსების მე- 20 წლისთავი იზეიმა. „მუსიკალურ კალენდარში“ მოგითხრობთ სტივ მილერის ჰიტის „აბრაკადაბრას“ შექმნის ისტორიას და რუსეთის ესტრადის პოპ-მეფის ფილიპ კირკოროვის - 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაგაცნობთ მის ცხოვრებასა და შემოქმედებას. გაეცნობით კულტურის, კინოსა და მუსიკის სიახლეებს - სამეცნიერო-პოპულარულმა არხმა National Geographic ალბერტ აინშტაინის ცხოვრებასა და მოღვაწეობის შესახებ მხატვრული სერიალი გადაიღო,...ჰოლივუდის ვარსკვლავი, მომღერალი და მსახიობი დორის დეი 95 წლის გახდა,.. ბრიტანეთის სამეფო ფილარმონიულმა ორკესტრმა და ინგლისის ნაციონალურმა ოპერამ პანკ-როკის კლასიკაზე ქავერების ალბომი გამოუშვა და შეიტყობთ აგრეთვე, შოუ-ბიზნესის სხვა სიახლეებს.

05 მაი 2017

დღევანდელ გადაცემაშია:კულტურული ღონისძიებები, მიძღვნილი ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობათა 25 წლის იუბილეს. „მუსიკალურ კალენდარში“ მოგითხრობთ დეივ ბრუბეკის ალბომის “Gone With The Wind” შესახებ და გაგაცნობთ ბრიტანელი პოპ-შემსრულებლის ტომ ჯონსის ცხოვრებასა და შემოქმედებას. გაეცნობით კულტურის, კინოსა და მუსიკის სიახლეებს - ჯგუფის One Direction ყოფილმა წევრმა ჰარი სტაილზმა სადებიუტო სინგლი გამოუშვა, გერმანელი მწერალი და ილუსტრატორი ვოლფ ერბლუხი - 2017 წლის ასტრიდ ლინდგრენის სახელობის საერთაშორისო ლიტერატურული პრემიის ლაურეტია და შეიტყობთ აგრეთვე, შოუ-ბიზნესის სხვა სიახლეებს.

28 აპრ 2017

დღევანდელ გადაცემაშია: “თიბისი არტ გალერეაში” ცნობილი ქართველი მხატვრის, უჩა ჯაფარიძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა,ჯგუფ „სახეს“ დაარსებიდან 20 წელი შეუსრულდა. „მუსიკალურ კალენდარში“ მოგითხრობთ ჯგუფის „The Rolling Stones“-ის შემოქმედების შესახებ და გაგაცნობთ ჯგუფის THE BANGLES ჰიტის «Eternal Flame» შექმნის ისტორიას. გაეცნობით კულტურის, კინოსა და მუსიკის სიახლეებს - მსახიობმა ალეკ ბოლდუინმა სათაურით „და მაინც“ მოგონებათა წიგნი გამოუშვა, ტომ ჰენქსი და მერილ სტრიპი სტივენ სპილბერგის ახალ ფილმში, სახელწოდებით „პოსტი“, მთავარ როლებს შეასრულებენ და შეიტყობთ აგრეთვე, შოუ-ბიზნესის სხვა სიახლეებს.

21 აპრ 2017

მუსიკალურ-შემეცნებითი გადაცემა „შაბათიდან შაბათამდე“. დღევანდელ გადაცემაშია: ნიუ-იორკში ქართველმა დიზაინერმა დემნა გვასალიამ მოდის „ოსკარად“ წოდებული პრიზი მიიღო. საგასტროლო ტურის შემდეგ, ნინო ქათამაძე ამერიკაში, „ლინკოლნ ცენტრში’ კონცერტებს გამართავს „მუსიკალურ კალენდარში“ გაგაცნობთ შვედური დუეტის „როქსეტის“ ჰიტის «The Look»-ისა და ამერიკელი მომღერლის პერსი სლეიჯის სინგლის «When a Man Loves a Woman» შექმნის ისტორიებს. გაეცნობით კულტურის, კინოსა და მუსიკის სიახლეებს - ამერიკული ჯგუფის The Doors დაარსების 50-ე წლის აღსანიშნავად სიმღერების ახალი კრებული გამოვიდა, ბენედიქტ კამბერბეტჩის ახალი როლი ფანტასტიურ ფილმში „როგორ შევაჩეროთ დრო“, ლედი გაგა მსოფლიო ტურს იწყებს და შეიტყობთ აგრეთვე, შოუ-ბიზნესის სხვა სიახლეებს.

14 აპრ 2017

მუსიკალურ-შემეცნებითი გადაცემა „შაბათიდან შაბათამდე“. დღევანდელ გადაცემაშია: დავით მაღრაძის ახალი პოეტური კრებულის პრეზენტაცია. ქართულ ტრადიციულ სუფრას - არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. „მუსიკალურ კალენდარში“ მოგითხრობთ ფრენკ სინატრას ჰიტის My way შესახხებ და გაგაცნობთ პოპ-მომღერლის მერაია ქერის ცხოვრებასა და შემოქმედებას. გაეცნობით კულტურის, კინოსა და მუსიკის სიახლეებს - ლეონიდ გაიდაის ფილმმა "კავკასიელი ტყვე ქალი, ანუ შურიკის ახალი თავგადასავლები" 50 წლის იუბილე აღნიშნა, „ბი-ბი-სის“ არხზე რომანტიული კომედიის „რეალური სიყვარულის“ სიკველი გამოდის, გარდაცვალების შემდეგ ლეგენდარული მუსიკოსის ჩაკ ბერის ახალი ალბომი გამოვა და შეიტყობთ აგრეთვე, შოუ-ბიზნესის სხვა სიახლეებს.

07 აპრ 2017

დღევანდელ გადაცემაშია: ქართველი მწერლის ნაირა გელაშვილის რომანი „მე ის ვარ“ გერმანიის ქალაქ ლაიფციგში გამართული წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე მთავარ მოვლენად იქცა. ფოლკ-როკ-ჯგუფ „მგზავრების“ ალბომი „იასამანი“ და კონცერტი მოსკოვში. „მუსიკალურ კალენდარში“ დაბადების დღესთან დაკავშირებით გაგაცნობთ ჯგუფი „აეროსმიტის“ ფრონტმენის სტივენ ტაილერის ცხოვრებასა და შემოქმედებას და მოგითხრობთ პოპულარული პოპ-მომღერლის ტომ ჯონსის ალბომისა და ჰიტის She's a Lady შექმნის ისტორიას. გაეცნობით კულტურის, კინოსა და მუსიკის სიახლეებს - სტივი უანდერი და არეტა ფრანკლინი ახალ ალბომს ჩაწერენ,ჰოლივუდის „ოქროს ხანის“ ფილმების სამკაულები აუქციონზე გაიყიდება და შეიტყობთ აგრეთვე, შოუ-ბიზნესის სხვა სიახლეებს.

31 მარ 2017

მუსიკალურ-შემეცნებითი გადაცემა „შაბათიდან შაბათამდე“. დღევანდელ გადაცემაშია: გია ჭირაქაძე - პირველი ქართველი შოუმენი. „მუსიკალურ კალენდარში“ მოგითხრობთ ჯგუფის The Beatles მე-12 ალბომის, Abbey Road შექმნის ისტორიას და გაგაცნობთ ცნობილი ბრიტანელი კომპოზიტორის ენდრიუ ლოიდ ვებერის ცხოვრებასა და შემოქმედებას. გაეცნობით კულტურის, კინოსა და მუსიკის სიახლეებს - ბრიტანელმა მომღერლმა ვერა ლინმა თავისი დაბადების მე-100-ე წლისთავთან დაკავშირებით ახალი ალბომი გამოუშვა, ამერიკის შეერთებული შტატების 43-ე პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუში-უმცროსმა სურათების ალბომი გამოუშვა, მაისის პირველ რიცხვებში როკ-ჯგუფის Electric Light Orchestra ახალი ალბომი გამოვა და შეიტყობთ აგრეთვე, შოუ-ბიზნესის სხვა სიახლეებს.

24 მარ 2017

დღევანდელ გადაცემაშია: ანა კორძაია–სამადაშვილის მოთხრობების კრებული მსოფლიოს ქალი–ავტორების საუკეთესო ნამუშევრების სიაში შევიდა. საქართველოს სახალხო არტისტს, კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილს სპეციალური ჯილდო,”ხელოვნების ქურუმი” მიენიჭა. „მუსიკალურ კალენდარში“ მოგითხრობთ როკ-ჯგუფის "Three Dog Night" ჰიტის "Mama Told Me" შესახებ და გაგაცნობთ ინგლისელი როკ–მომღერლის, ბონი ტაილერის შემოქმედებას და მისი ჰიტის „Total Eclips of The Heart“ შექმნის ისტორიას. გაეცნობით კულტურის, კინოსა და მუსიკის სიახლეებს - მომღერალ რიანას ქველმოქმედებისათვის პიტერ გომესის სახელობის პრემია მიენიჭა, ჰოლივუდის კინოვარსკვლავი, ორი „ოსკარის“ მფლობელი ტომ ჰენქსი თავისი პირველი წიგნის გამოსაშვებად ემზადება და შეიტყობთ აგრეთვე, შოუ-ბიზნესის სხვა სიახლეებს.

17 მარ 2017