
ბათუმელი მოჭადრაკე მარიამ ცეცხლაძე,10 წლამდე გოგონათა შორის საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის თასის მფლობელია. ტურნირში 127 მოჭადრაკე, 8, 10 და 12 წლამდე კატეგორიებში ასპარეზობდნენ.
მარიამმა 5 მოგებით და 2 ყაიმით 7 ტურიდან 6 ქულა მოაგროვა და ტურნირის ერთ პიროვნული გამარჯვებული გახდა.
პირველად საქართველოში პესის ტურნირი იმართება. ჩემპიონატი საქართველოს ყველა რეგიონში მიმდინარეობს, მათ შორის აჭარაშიც. ბათუმში 350 -მდე მოყვარულმა მიიღო მონაწილეობა გამოვლინდა 4 გამარჯვებული, რომელიც დასკვნით ეტაპზე 22 დეკემბერს თბილისში გაემგზავრება.
თბილისის დინამომ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ბოლო, 36-ე ტურის მატჩში დინამო არენაზე ვიტ ჯორჯიას უმასპინძლა და მეტოქე დიდი სათამაშო უპირატესობის ფონზე - 2:0 დაამარცხა. ამ გამარჯვებით თბილისის დინამომ 3 წლიანი პაუზის შემდეგ საჩემპიონო ტიტული დაიბრუნა.