
ემილ ლევიეს ცოლმა, დღიურების სახით, მოამზადა მეუღლის მიეს ბათუმში დაწერილი წერილები და კავკასიაში მოგზაურობის გამოქვეყნება დაიწყო ჟურნალ „Bibliotheque Universelle” ში. ემილ ლევიემ ცნობილ ბუნებისმეტყველ სტეფანე სომიესთან ერთად, ადგილობრივი ფლორის შესწავლის მიზნით იმოგზაურა კავკასიაში. მოგზაურობისას აღმოაჩინა ბოტანიკოსებისთვის მანამდე უცნობი მრავალი მცენარე. მან აგრეთვე შეაგროვა მდიდარი ეთნოგრაფიული და ანთროპოლოგიური მასალა, მათ შორის ბათუმისა და თბილისის აღწერილობა. წერილების ნაწილი, 1894 წელს, „მოამბეში“ ქართულ ენაზე გამოიცა.