"რესპუბლიკური პარტიის" ლიდერებზე თავდასხმის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

06 ივნ 2022

"რესპუბლიკური პარტიის" ლიდერების ხათუნა სამნიძისა და დავით ბერძენიშვილის მიმართ თავდასხმის საქმეზე ერთი პირი დააკავეს. 

უწყების ცნობით, გამოძიება 126-ე მუხლით გრძელდება, რაც ძალადობას გულისხმობს.

​რუსთაველის გამზირზე, ქაშვეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილს ორი უცნობი მამაკაცი სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდა. 

სამნიძე და ბერძენიშვილი პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ.

ხათუნა ​სამნიძის თქმით, მოქალაქეებმა თავდაპირველად პოლიტიკაზე საუბარი სთხოვეს, რის შემდეგაც სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.