„ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის“ გამოფენა გრძელდება

14 მაი 2022

ბათუმში მეორე დღეა გრძელდება „ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის“ გამოფენა. მასში 70-ი ადგილობრივი და უცხოური  კომპანია  მონაწილეობს.

როგორც ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, გამოფენაზე სხვადასხვა ორგანიზაცია ეცნობა ამ სფეროში არსებულ სიახლეებს და ხშირშემთხვევაში ურთიერთანამშრომლობასაც იწყებენ.