კონკურსი ბათუმის მერიის ახალგაზრდული საბჭოს წევრთა შესარჩევად 

23 თებ 2022

ბათუმის მერიაში ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო იქმნება, რომელშიც გაწევრიანება 14-დან 29 წლამდე ბათუმში რეგისტრირებულ ახალგაზრდებს შეუძლიათ.

წევრების შესარჩევად კონკურსისთვის საბუთების მიღება 7 მარტამდე გაგრძელდება.

მთავარი მოთხოვნაა, რომ  კონკურსანტი  არ  იყოს დასაქმებული საჯარო სამსახურში.

საბჭო განიხილავს და მერს წარუდგენს მუნიციპალიტეტში არსებულ სხვადასხვა აქტუალურ საკითხს და მერს ბიუჯეტში გასათვალისწინებლად  პროექტებს წარუდგენს.