შერეული ორთაბრძოლები

25 დეკ 2021

ბათუმში, შერეული ქართული კრივის სახეობაში სხვადასხვა ორთაბრძოლის ფედერაციის წარმომადგენელთა შორის შეჯიბრება გაიმართა. მასში  სხვადასხვა წონითი კატეგორიის 7-დან 21 წლამდე სპორტსმენი მონაწილეობდა. ამ სახეობაში შეჯიბრება ექსპერიმენტულია და იგი  რამდენიმე  სპორტული  სახეობის წესებზე აგებული. ორგანიზატორთა თქმით,  სპორტული ღონისძიება  მოზარდების ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას ისახავს მიზნად.