სტრინბერგი-პრემიერა თეატრის მცირე სცენაზე

13 დეკ 2021

ბათუმის დრამატული თეატრის მცირე სცენაზე ფრიდრიხ დურემანტის პიესის, სტრინბერგის პრემიერა გაიმართა. სპექტაკლი აჭარის საგვარეულო კავშირის პროექტით დაიდგა, რომელიც აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის ერთ-ერთი გამარჯვებულია. სპექტაკლი რეჟისორმა ეთერ თავართქილაძემ დადგა და მასში დრამატული და თოჯინების თეატრების მსახიობები მონაწილეობენ. პიესაში წარმოდგენილია  ოჯახური ურთიერთობები.