ელენე ხოშტარია შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ რეაბილიტაციას კლინიკაში გაივლის

19 ნოე 2021

16 დღიანი შიმშილობის შემდეგ, ელენე ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა. ის ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანოდან კლინიკაში გადაჰყავთ. 

დეპუტატი შიმშილობის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესს კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალში" გაივლის.

ელენე ხოშტარიამ შიმშილობა დღეს შეწყვიტა, ამის საფუძვლად კი მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანის გადაწყვეტილება დაასახელა.