ელენე ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა

19 ნოემბერი 2021, 16:54 806 ნახვა

''დროას'' ლიდერი ელენე ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა. მან შიმშილობის შეწყვეტის საფუძვლად მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანის გადაწყვეტილება დაასახელა.

„ჩემი ამ რადიკალური ზომის, შიმშილობის აბსოლუტურად ყველა ეტაპზე, ჩემი პოზიცია იყო აბსოლუტურად გამჭვირვალე. ჩემი მოთხოვნა იყო მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის, ჯანმთელობის და ღირსების უზრუნველყოფა. სამწუხაროდ, გუშინ ჩვენ მივედით იმ მძიმე მდომარეობამდე, როდესაც მის სიცოცხლეს უკვე მიადგა დიდი დარტყმა, რისკი, მის ჯანმრთელობას მიადგა დარტყმა. ჩვენ დროულად არ მოვისმინეთ პროფესიონალი ექიმების პოზიცია და აღმოვჩნდით ძალიან მძიმე ვითარებაში. მე რა თქმა უნდა, შიმშილობის დაწყებამდე მქონდა კონსულტაციები, თუ რა შეიძლება, ყოფილიყო გამოსავალი ამ ვითარებიდან და ეს ჩემი პოზიცია იყო დაფუძნებული ექსპერტებთან, ჩემს კოლეგებთან საუბარს.

გორის კლინიკაში უსაფრთხოდ გადაყვანა არის ამ ვითარებაში გამოსავალი მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის თვალსაზრისით მკურნალობის. ამიტომ ეს არის საფუძველი ჩემი შიმშილობის შეწყვეტის.

მიმაჩნია, რომ უნდა ვიყოთ ფრთხილები და თანმიმდევრულები, როდესაც დიდია საზოგადოებრივი მღელვარება. როდესაც ადამიანის სიცოცხლე არის საფრთხის ქვეშ. ეკა ხერხეულიძეს არ მიეცა საშუალება შესულიყო და სწრაფად გამოეტანა ინფორმაცია, მიხეილ სააკაშვილის პოზიციის შესახებ. ერთადერთი რაც ვიცით ეს არის გადაყვანის პროცესთან დაკავშირებით მოთხოვნა, რომ უნდა იყოს ადვოკატი მასთან ერთად. ეს უნდა იყოს მშვიდობიანი პროცესი. მოვისმინე ჩემი კოლეგების აზრიც, ამაში ეჭვი არც მეპარებოდა რომ არანაირი არამშვიდობიანი მოქმედება არ იქნება'' - განაცხადა ხოშტარიამ. 

''დროას'' ლიდერი ექიმებს ელოდება და მათი რეკომენდაციის შესაბამისად იმოქმედებს. 

ელენე ხოშტარია პარლამენტში 16 დღეა შიმშილობს.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი