ენმ ქობულეთის მერს ნეპოტიზმში ადანაშაულებს

02 ივლ 2020

ქობულეთის საკრებულოს წევრი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან  ლელა ვერულიძე აცხადებს, რომ ქობულეთის მერს მირიან ქათამაძეს ნეპოტიზმსა და კორუფციაში ადანაშაულებს.

მერს დასაქმებული ჰყავს თავისი ახლონათესავები, ასლან ქათამაძე არქიტექტურული სამსახურის უფროსია, ხოლო იმედა ქათამაძე ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტი.

ქობულეთის მერიაში ვერულიძის საპასუხო განცხადებას მოგვიანებით გააკეთებენ.