საქართველოში ახალი ე.წ. საბურთალოს კლასტერი ჩამოყალიბდა

30 მაი 2020

საქართველოში ახალი, ე.წ. საბურთალოს კლასტერი ჩამოყალიბდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, განაცხადა.

თბილისში ორი დღის წინ კორონავირუსით ინფიცირებული პირი, რომლის კონტაქტებიდან ცხრა პირს დღეს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა, მედიკოსია- ამბობს გამყრელიძე. საბურთალოზე მდებარე  ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრებ 8 ადამიანს კოვიდინფექცია  დაუდასტურდა, კორპუსში კონტაქტების შესწავლა მიმდინარეობს.