პარლამენტში ინტერპელაციის წესით დღეს პრემიერ მინისტრს მოუსმენენ

29 მაი 2020

პარლამენტში დღეს პრემიერ მინისტრს კიდევ ერთხელ მოუსმენენ. გიორგი გახარია საკანონმდებლო ორგანოში ამჯერად "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" ფრაქციებმა ინტერპელაციის წესით დაიბარეს. 

ოპოზიციონერი დეპუტატები პრემიერ-მინისტრს კითხვებს  კორონავირუსის გამო ქვეყანაში შექმნილ კრიზისის, შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოქალაქეების დახმარებისა და ეკონომიკური აღდგენის გეგმის, ეროვნული ვალუტის გაუფასურების ირგვლივ დაუსვამენ.

ინტერპელაციის წესით პრემიერ მინისტრის პარლამენტში გამოსვლა 14:00 საათზე დაიწყება.

გიორგი გახარია საკანონმდებლო ორგანოში 2 დღის წინ, 27 მაისსაც იმყოფებოდა. მან დეპუტატებს პანდემიის დროს მთავრობის საქმიანობის შესახებ  ანგარიში წარუდგინა.