29 მაისიდან მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება, 1 ივნისიდან გაიხსნება მაღაზიები და ბაზრობები

27 მაი 2020

შეზღუდვების შემსუბუქების მორიგი ეტაპი. 29 მაისიდან ამოქმედდება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი, მათ შორის მეტრო და ეს მოხდება კონკრეტული წესების დაცვით. 8  ივნისიდან კი საქალაქთაშორისო მოძრაობა აღდგება. მგზავრობის დროს აუცილებელია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვა.