კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 23-ით გაიზარდა

13 მაი 2020

ბოლო 24 საათში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 23-ით გაიზარდა. ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსი 6 წლის ბავშვმა დაამარცხა.

აჭარაში 424 გამოკვლეული პაციენტის ანალიზების პასუხი უარყოფითია. კლინიკა მედალფა გუშინ შვიდმა გამოჯანმრთელებულმა დატოვა. სამედიცინო დაწესებულებაში 4 პირი რჩება. ნათია კოპალიანი გვერთვება კოვიდ 19 თან დაკავშირებული სიახლეებით.