დილის მონაცემებით ქვეყანაში კორონავირუსი კიდევ 22 ადამიანს დაუდასტურდა

30 აპრ 2020

დილის მონაცემებით ქვეყანაში კორონავირუსი კიდევ 22 ადამიანს დაუდასტურდა, მათი უმრავლესობა თეთრიწყაროს კლასტერს განეკუთვნება. შესაბამისად ახალი მონაცემებით ქვეყანაში 539 დადასტურებული შემთხვევა და 178 გამოჯანმრთელებულია, გარდაიცვალა 6, ხოლო კიდევ 3 პაციენტს კორონავირუსი საზღვარგარეთ დაუდასტურდა და ისინი ახლა აქ მკურნალობენ,  რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დროისთვის საქართველოს კლინიკებში რეალურად 358 პაციენტი მკურნალობს.