კორონავირუსის 336 დადასტურებული შემთხვევა

16 აპრ 2020

"ის აღჭურვილობა რომელიც საავადმყოფოს ამ ეტაპზე გააჩნია, თუ ასეთი ტემპით წავიდა შემთხვევათა ზრდა მაშინ 10 დღის განმავლობაში გვეყოფა, თუ ზრდის ტემპი მოიმატებს მაშინ არაპროგნოზირებადია"-განაცხადა ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ. მაკა სოლოღაშვილის თქმით ამ ეტაპზე კლინიკაში 22 დადასტურებული შემთხვევაა. ბოქსირებულ განყოფილებაში კი სულ 51 პაციენტი მკურნალობს.  

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში,  37 პაციენტია მოთავსებული, მათ შორის 2 ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. დღეს   უკვე მეორედ, კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა    24 საათის განმავლობაში.