ახალი აპლიკაცია STOP COVID

16 აპრ 2020

საქართველოში კოვიდ 19-ის ადრეული გამოვლენის პრევენციის მიზნით ახალი მობილური აპლიკაცია შეიქმნა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „აპლიკაცია შესაძლებლობას აძლევს მომხმარებლებს გაიგოს თუ იმყოფებოდა კონტაქტში კოვიდ 19-ით ინფიცირებულ პირთან.

აპლიკაცია ხელმისაწვდომია იოსის  და ანდროიდის მომხმარებლებისთვის. აპლიკაციის გადმოსაწერად იოსის მომხმარებელმა ეფლ სთორიზე უნდა ჩაწეროთ STOP COVID, ხოლო ანდროიდის მფლობელებს, მისი გადმოწერა GOOGLE PAY-დან შეეძლებათ NOVID20-ის დასახელებით. დამატებით გადმოსაწერი ლინკები განთავსებულია ჯანდაცვის სამინისტროს  ვებგვერდსა და მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებსაიტზე.

აპლიკაცია გადმოწერისა და დაინსტალირების შემდეგ რეგისტრაციას არ მოითხოვს, შესაბამისად მომხმარებელი არ უთითებს პირად ინფორმაციას.