ბათუმის მერიაში სახანძრო ბრიგადა გამოიძახეს

20 იან 2020

ბათუმის მერიაში დღეს სახანძრო-სამაშველო ბრიგადები გამოიძახეს. ცეცხლი შენობაში მოკლე ჩართვის გამო გაჩნდა. თანამშრომლების ნაწილმა შენობა დატოვა.

ლერმონტოვის ქუჩაზე მისულმა მეხანძრეებმა ცეცხლი ჩააქრეს. 

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მერიის თანამშრომლები სამუშაო სივრცეს უკვე დაუბრუნდნენ.