ბათუმის მერი ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ეროვნულ კონფერენციას დაესწრო

29 მარ 2026

ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის ეროვნულ კონფერენციას დაესწრო.
 
ღონისძიების ფარგლებში 14 წარმატებული მუნიციპალური პროექტი გამოვლინდა. გამარჯვებულ მუნიციპალიტეტებს სპეციალური ჯილდოები გადაეცათ.
 
ბავშვზე მორგებული მმართველობა იყო ერთ-ერთი პანელური დისკუსიის თემა, რომელიც ა.თ.ე.ა-ს საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის ღონისძიების ფარგლებში მოეწყო.
 
პანელურ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სერვისცენტრის ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების ხელმძღვანელმა რუსუდან სალუქვაძემ, რომელმაც ისაუბრა მუნიციპალიტეტის როლზე და იმ ღონისძიებებზე, რომლებიც გათვალისწინებულია ბავშვთა კეთილდღეობის უზრუნველყოფისათვის.
 
ასევე, წელს, აჭარის რეგიონიდან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი შეუერთდა „ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და კაცთა თანასწორობის შესახებ“ ევროპულ ქარტიას, რომელიც ითვალისწინებს თანასწორობის პრინციპების, კიდევ უფრო, მეტად გაღრმავებას ადგილობრივ დონეზე.
 
ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.