ბათუმის ბაზრებში, ფასების მატებასთან ერთად, მყიდველთა რაოდენობამ იკლო

30 დეკ 2019

გაორმაგებული  ფასები  წინასაახალწლოდ.  ბათუმის ბაზრებში, ფასების მატებასთან ერთად, მყიდველთა რაოდენობამ იკლო.  ბაზარში გვეუბნებიან, რომ  ყველაზე მოთხოვნადი საქონლისა და ფრინველის ხორცია. გოჭი  120-ლარიდან 180-  ლარამდე  მერყეობს, ინდაურის ფასი კი 50-დან იწყება.  

მყიდველების თქმით, საახალწლოდ ფასების მკვეთრი მომატება მათთვის მოსალოდნელი იყო, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო კი უმრავლესობა სასურველი პროდუქტის შეძენას  ვერ ახერხებს.