სტაბილურად მძიმეა ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა

20 დეკ 2019

სტაბილურად მძიმეა ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა. გულმკერდისა და თავის არეში ჩატარებული გადაუდებელი ოპერაციების შემდეგ, ის ხეჩინაშვილის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. მედიკოსები აცხადებენ, რომ დღეს რაიმე დამატებითი ქირურგიული ჩარევა დაგეგმილი არ არის.