ბათუმში არასწორი პარკირებისთვის 314 პირი დაჯარიმდა

25 ნოე 2019

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ცნობით  დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევისთვის 314 ადამიანი დაჯარიმდა.

აქედან  პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის 291 მოქალაქე  დაჯარიმდა , 10 ნიშანში დგომისთვის, 9 ტროტუარზე დგომისთვის, 3 დგომა-გაჩერების წესების დარღვევის გამო და 6 ტაქსის, სპეცტექნიკის პარკირების საფასური გადაუხდელობის გამო დაჯარიმდა. 

ფოტოები მოქალაქემ მოგვაწოდა.