პარკირების ზონები იზრდება

04 ივლ 2019

ბათუმში მანქანის პარკირება მარტივდება, მერიის გადაწყვეტილებით, კერძო სახლებთან ტერიტორიის იმ ნაწილზე, რომელიც მუნიციპალური საკუთრებაა, გაჩერების უფლების აღმნიშვნელი საგზაო ნიშნები გაჩნდება.

მძღოლები ინიციატივას მიესალმებიან, პარკირების სამსახურში მიაჩნიათ, რომ ამ გადაწყვეტილებით ქალაქში არსებული ლოჯისტიკური პრობლემების ნაწილი მოგვარდება.