ბრიტანეთის ელჩმა ბრიტანელი ჯარისკაცების საფლავი ყვავილებით შეამკო 

11 ნოე 2019

დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩი ბათუმშია.  ჯასტინ მაკკენზი სმიტმა აჭარის მთავრობისა  და ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეებთან ერთად პირველი მსოფლიო ომის დროს ბათუმში დაკრძალული ბრიტანელი ჯარისკაცების საფლავი ყვავილებით შეამკეს.

ინგლისსა და მის საზღვრებს გარეთ ყოველწლიურად იმართება დაღუპული ჯარისკაცები ხსოვნისსადმი მიძღვნილი  ღონისძიება. ბათუმში ბრიტანელი ჯარისკაცების საფლავი ფერიის სასაფლაოზე 2013 წლის გათხრების შედეგად აღმოაჩინეს.