აქტივისტები ამბობენ, რომ გიორგი გახარიას ბიუსტი დაიკარგა 

05 ნოე 2019

აქტივისტები, სოციალურ ქსელში წერენ, რომ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრისა და მოქმედი პრემიერის გიორგი გახარიას ბიუსტი დაიკარგა. ამის შესახებ ფეისბუქის გვერდზე ''რუსეთი ოკუპანტია'' წერს.

''#იძებნებაგახარია

დამახასიათებელი ნიშან-თვისებები: კრიმინალური გარეგნობა. რუსული გამომეტყველება და საუბრის ტექნიკა. KGB-ს მმართველობის სტილი. ხშირად იხდის ბოდიშს, არ მოტყუვდეთ. ბოლოს შეინიშნა 20 ივნისის, გერმანიის ელჩთან ერთად. მპოვნელი დასაჩუქრდება რუბლებში'' - წერია პოსტში. 

გიორგი გახარიას ბიუსტი პარლამენტთან 20 ივნისის მოვლენების შემდეგ, სირცხვილიას აქტივისტებმა დადგეს.