26 წელი დევნილობასა და საკუთარი ჭერის მოლოდინში 

27 სექ 2019

ათასობით დაღუპული და ასობით ათასი დევნილი - სოხუმის დაცემიდან 26 წელი გავიდა.  შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაღუპულებს დღეს პატივი მიაგეს მთელი ქვეყნის მასშტაბით. მემორიალებთან შეიკრიბნენ ადამიანები, რომლებსაც სახლ-კარის იძულებით დატოვება მოუხდათ.

მათ შორის დიდი ნაწილისთვის ხელისუფლებამ სახლის გადაცემა მოახერხა, ნაწილი კი საკუთარ ქვეყანაში ისევ დევნილობაში ცხოვრობს. ერთ-ერთია გივი მონიავა - გვიყვება, რომ ოჩამჩირეში იბრძოდა, შემდეგ კი დევნილის სტატუსით მწვანე კონცხზე ცხოვრობდა. პანსიონატის დატოვების სანაცვლოდ კომპენსაცია მიიღო. არასაკმარისი თანხის გამო კი დღემდე ქირის გადახდა უხდება. რამდენი ოჯახი რჩება ბინის გარეშე?