''საგანგაშო სიგნალი და თავისუფალი მედიის სამთავრობოდ გარდაქმნის მცდელობა'' - პოლიტიკური შეფასებები

25 სექ 2019

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ირგვლივ მიმდინარე პროცესებს პარლამენტში აფასებენ. ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ, რომ საქმე აქვთ კიდევ ერთ მცდელობასთან, შეიცვალოს არხის სარედაქციო პოლიტიკა.

უმრავლესობა კი ელოდება სასამართლოს განაჩენს, მანამდე კი  ისინი ყოველგვარ სუბიექტურ ინტერესებს სარედაქციო დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით გამორიცხავენ.