სოციალურ ქსელში მუქარის გამო, პირს 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება

17 სექ 2019

9 სექტემბერს, "გურიის მოამბის" რედაქტორს, თეა იოსელიანს შვილების სიცოცხლის მოსპობის მუქარით, რამდენიმე ონლაინ შეტყობინება მიუვიდა. „მალე მოესწრები შენი შვილების სიკვდილს, მე დაგიხოცავ" - წერდა მამაკაცი ჟურნალისტს. 

საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო და ერთი პირი ამხილა. 33 წლის მამაკაცი დანაშაულს აღიარებს. თუ მას ბრალი დაუმტკიცდება, ერთი წლით პატიმრობა ემუქრება.