"გურიის მოამბის" რედაქტორს შვილების მოკვლით დაემქურნენ -  ქარტია შსს დროულ გამოძებას სთხოვს

10 სექტემბერი 2019, 00:08 2263 ნახვა

რეგიონული ყოველკვირეული გაზეთის, "გურიის მოამბის" რედაქტორს, თეა იოსელიანს, სოციალური ქსელით დაუდგენელი პირები შვილების ლიკვიდაციით ემუქრებიან - ამის შესახებ ინფორმაციას - ამის შესახებ ინფორმაციას "გურიის მოამბე" ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, თეა იოსელიანს შეტყობინებები ფეისბუქის პირად გვერდზე, უკვე 10 დღის განმავლობაში მოსდის: „მალე მოესწრები შენი შვილების სიკვდილს, მე დაგიხოცავ“.

ჟურნალისტმა  შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე მიმართა და გამოძიება დაიწყო. 

მუქარის ფაქტს, "ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიამ" განცხადება გაავრცელა და შს სამინისტროს ეფექტური და სწრაფი გამოძიებისკენ მოუწოდა.  

"9 სექტემბერს “გურიის მოამბის” რედაქტორმა, თეა იოსელიანმა განაცხადა, რომ მას სოციალური ქსელში უცნობი პირი შვილების მოკვლით დაემუქრა. თეა იოსელიანი მიღებულ შეტყობინებას თავის პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს .
მუქარის შესახებ თეა იოსელიანმა შინაგან საქმეთა სამინისტროს აცნობა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით (მუქარა) დაიწყო.
ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის და უსაფრთხოების დაცვა ქვეყანაში ძლიერი, დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიასაშუალებების არსებობის მნიშვნელოვანი წინაპირობაა, რაც ვერ იქნება უზრუნველყოფილი, თუ თითოეული ასეთი შემთხვევა სამართალდამცავების სათანადო ყურადღების მიღმა დარჩება.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დროულად გამოიძიოს თეა იოსელიანთან დაკავშირებული შემთხვევა, მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის, შედეგების შესახებ და დანაშაულის დადასტურების შემთხვევაში დადგეს შესაბამის პირთა პასუხისმგებლობის საკითხი" - წერია განცხადებაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში