დეპუტატებს ხვალ „სირცხვილია“- ს კორიდორში გავლა მოუწევთ 

02 სექ 2019

საქართველოში ახალი პოლიტიკური წელი იწყება. საკადრო ცვლილებების სეზონი შემოდგომაზე გაიხსნა. ხვალ უმრავლესობა პრემიერობის ახალ კანდიდატს წარადგენს. ეს შესაძლოა გიორგი გახარია იყოს. მინისტრი რომლის გადადგომასაც საზოგადოების ნაწილი 75-ე დღეა მოითხოვს.

რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანებასთან დაკავშირებული გახარიას შესაძლო გაპრემიერების წინააღმდეგ „სირცხვილიას“ ორგანიზატორები ხვალ აქციას გეგმავენ.